ქართ   Eng  
დისკის სწორად დაჭერა

1) მიეჩვიეთ თავიდანვე სწორედ დაიჭიროთ დისკი ,  სწორედ ნიშნავს მარტო ორი ხელით, ერთი ხელის გული დისკის ზემოთ დადეთ, მეორე კი დისკის ქვემოთ, როგორც არის ნაჩვენები სურათზე ეს არის ერთერთი და საიმედო დაჭერა დისკის .

2) დისკის ჭერა ორი ხელით. ხედვა გვერდიდან დისკის ჭერა.  ხედვა ქვემოდან (იხ. სურათი ზემოთ)
3) ისწავლეთ მფრინავი დისკის  ტრაექტორია თვალყური ადევნეთ რა მიმართულებით  მიფრინავს და რა სიჩქარით, უყურეთ დისკს იმ მომენტიდან სადაც უკვე თქვენ გიახლოვდებათ და ხელში უნდა დაიჭიროთ.
4) ნუ გეშინიათ დისკს თუ ვერ დაიჭერთ, თითოეულ დაკარგულ  დისკზე კითხვა დაუსვი საკუთარ თავს, რატო ვერ დაიჭირე დისკი  და ეგ შეცდომა გამოასწორე მომავლისთვის 
5) ყველაზე მთავარი 1 პუნქტის შემდეგ არის, უნდა ეცადო სწრაფად დაიჭირო დისკი არ უნდა მოძრაობდე გვერძე და არც უკან, წინ უნდა მირბოდე დისკის მიმართულებით ამით მოწინააღმდეგეს ხელს უშლი პასის ჩაშლაში .

სწორედ როგორ დავიჭიროთ "ხამერი"?

`ხამერი~ არის გამორჩეული სროლა, როდესაც დისკი მიფრინავს თავდაყირა რკალის ფორმის ტრაექტორიით. რომ ისწავლოთ ხამერის კარგად დაჭერა, ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი ვარჯიში. აუცილებელია ისწავლო ხამერის ტრაექტორიის ამოცნობა რაც საშუალებას მოგცემს წინასწარ განვსაზღვროთ სად დაეცემა დისკი.

მყარად რომ დაიჭირო დისკი, რომელიც ფრინავს თავდაყირა, აუცილებელია დააფიქსირო ხელი ხელისგულით ზევით და, იმ მომენტში, როდესაც დისკი ეშვება მასზე, მაშინვე უნდა მოეჭიდო დისკის კიდეს ცერა თითით.თუ დისკის დასაჭერად საჭიროა ახტომა, მაშინ უკეთესია იგი დავიჭიროთ ხელის ზევით აშვერით და ხელისგულის მობრუნებით ქვევით.

დისკის ფრენა

როდესაც არის გრძელი ან მაღალი ნასროლი მაშინ დისკის დასაჭერად საჭიროა მიხვდე დისკის ფრენის ტრაექტორია.

დისკის ფრენის ტრაექტორიაზე მოქმედებს: დისკის სიჩქარე, დახრის კუთხე, სროლის ტიპი.

პირველ რიგში, რაც თქვენ უნდა შეაფასოთ არის – დისკის სიჩქარე. ეს მოგცემთ საშუალებას შეაფასოთ თუ რამდენად შორს გაფრინდება დისკი. შესაბამისად თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ რამდენად სწრაფად დაგჭირდებათ გაქცევა დისკის დასაჭერად.

სირბილის დროს გახედეთ დისკს და ყურადღება მიაქციეთ მისი დახრის კუთხეს. თუ დისკის დახრის კუთხე მეტია 45 გრადუსზე მიწასთან მიმართებაში, მაშინ რკალის სიგრძე მკვეთრად შემცირდება, რაც გულისხმობს, რომ დისკი მალე დაეცემა მიწაზე. თუ დახრის  კუთხე ნაკლებია 45 გრადუსზე, მაშინ რკალი იქნება უფრო გრძელი, გლუვი და თანდათანობით გადაიხრება დისკის ბრუნვის მიმართულებით.

`ფორხენდის~ და `ბექხენდის~დროს დისკი ბრუნავს საწინააღმდეგო მიმართულებებით (`ფორხენდის~დროს საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ხოლო ~ბექხენდის~დროს საათის ისრის მიმართულებით). ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ სროლის ტიპი, რადგანაც ბრუნვის მიმართულება განსაზღვრავს თუ რომელ მხარეს გადაუხვევს დისკი: მარჯვნივ თუ მარცხნივ.

რა მომენტში უნდა დავიჭიროთ დისკი?  

დისკის მიმართულების შესწავლის შემდეგ უნდა ვისწავლოთ მისი დაჭერა სწორ დროს. დისკის დაჭერა მისი მიწაზე დაცემის ადგილას ყველაზე მოსახერხებელია.

შეეცადეთ დაიჭიროთ დისკი მიწიდან ყველაძე მაღალ მანძილზე.




  ვიდეო გალერეა
  ფოტო გალერეა
 

სიახლეები
© 2011 “საქართველოს ფრინავი დისკის ფედერაცია”
ყველა უფლება დაცულია