"ერთი ყველასთვის ყველა ერთისთვის "
მფრინავი დისკი - არის სპორტული ინვენტარის საერთო სახელწოდება, რომელიც წარმოადგენს პლასტმასის დისკს მომრგვალებული კიდეებით დიამეტრით 20-28სმ. დისკი დამზადებულია ისე, რომ გასროლისას წარმოიქმნას ამგდები ძალა, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება დისკის შორ მანძილებზე დიდი სიზუსტით გასროლა. სახელწოდება - ხალხის უმეტესობა ასეთ დისკს ეძახის `მფრინავ თეფშს~. პოპულარობით შემდეგი სახელწოდება არის ~ფრიზბი~. სპორტსმენები კი ასეთ დისკს ეძახიან უბრალოდ დისკს და არავითარ შემთხვევაში "თეფშს"
ისტორია - XX საუკუნის 40-იან წლებში საზოგადოებაში ერთობ პოპულარული იყო მფრინავი ობიექტების თემა. ამით ისარგებლა უოლტერ ფრიდრიხ მორისონმა და 1948 წელს გამოიგონა "მფრინავი თეფში", რომელიც გარეგნულად წააგავდა ნლო-ს, თუმცა ეს თეფში წარუმატებელი აღმოჩნდა. 1955 წელს მორისონმა კვლავ გამოუშვა ახალი დისკი, რომელიც გაცილებით უკეთ ფრინავდა და კიდევაც დაიმსახურა მასების სიმპათია. მორისონმა 1957 წლის იანვარში (თავის დაბადების დღეზე) გამოშვების უფლება მიჰყიდა კომპანია wham-O-ს.
ამავე პერიოდში იელის უნივერსიტეტის სტუდენტები თავისუფალ დროს თამაშობდნენ frisbie pie company -ის ნამცხვრის საინებით, რომლებსაც ესროდნენ ერთმანეთს. სახელწოდება ფრიზბი იმდენად პოპულარული იყო სტუდენტებს შორის, რომ wham-O-მ გაყიდვების სტიმულირების მიზნით 1957 წლის ივნისში შეუცვალა თავის მფრინავ თეფშს სახელწოდება და დაარქვა Frisbee ერთი ასო შეგნებულად იქნა შეცვლილი, რათა frisbie pie company -ის არ შეძლებოდა განეცხადებინა პრეტენზია.
გუნდური თამაშია მფრინავი დისკით, სადაც თამაშობს 2 გუნდი თითოში 7 მოთამაშით. სათამაშო მოედანი მართკუთხა ფორმისაა
DDC- შეიძლება ვითამაშოთ, როგორც ღია ცის ქვეშ ასევე შენობაშიც. სათამაშო მოედანი შედგება 2 კვადრატული მოედნისგან
რა არის დისკ გოლფი? დისკ-გოლფი ინდივიდუალური სპორტის სახეობაა, მფრინავი დისკით, სადაც მოთამაშეები ეჯიბრებიან ერთმანეთს,
აღნიშნული თამაში შედგება ორი გუნდისგან. მოთამაშეების რაოდენობა უნდა უტოლდებოდეს ხუთ სპორტსმენტს