html5 templates

საქართველოს მფრინავი დისკის ფედერაცია

"ერთი ყველასთვის ყველა ერთისთვის "

საქართველოს მფრინავი დისკის ფედერაცია ჩამოყალიბდა, 30 მაისს 2011 წელს
პოლიტიკა და მისია: ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ, ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებას, სპორტული სულის აღორძინებას, ოლიმპიური საწყისების - პაექრობის და ზნეობრივად სრულყოფილი დაპირისპირების უძველესი, საერთო ადამიანური ღირებულებების აღდგენას.მოსახლეობის ჩართულობას სპორტში და ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში.ოლიმპიურ იდეების განხორციელებას; ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციას:  სპორტმენებს შორის, სპორტსმენსა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირებისათვის ხელშეწყობას; ქართველ ჩემპიონთა თანამშრომლობას ქვეყნის ყველა სპორტულ ძალასთან ოლიმპიადისა და სპორტული იდეის პროგრესისა და განვიტარებისთვ სპორტმენებს შორის, სპორტსმენსა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირებისათვის ხელშეწყობას; ქართველ ჩემპიონთა თანამშრომლობას ქვეყნის ყველა სპორტულ ძალასთან ოლიმპიადისა და სპორტული იდეის პროგრესისა და განვიტარებისთვის. ინფორმაციის მიწოდებას, როგორც მთლიანად საზოგადოებისა, აგრეთვე მოსწავლე ახალგაზრდობისათვის საკუთრივ სპორტში არსებულ და არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ. კავშირების დამყარებას სპორტულ კლუბებთან, კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურებთან, ინიციატივების მიწოდება - განხორციელებას (განხორციელებული ინიციატივების მონიტორინგს) ;  
სპორტსმენების და სპორტთან დაკავშირებული პირების ( მწვრთნელები, ტექნიკური პერსონალი, სპორტული სასწავლებლის კურსდამთავრებულები, ) კონტრაქტების მოძიებასა და ხელშეკრულების მართებულად გადაწყვეტის საკითხში შუამავლობას, დასაქმებისთვის ხელშეწყობას, მიზნობრივ იურიდიულ კონსულტაციას. 

ფრისბის ისტორია

მფრინავი დისკი - არის სპორტული ინვენტარის საერთო სახელწოდება, რომელიც წარმოადგენს პლასტმასის დისკს მომრგვალებული კიდეებით დიამეტრით 20-28სმ. დისკი დამზადებულია ისე, რომ გასროლისას წარმოიქმნას ამგდები ძალა, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება დისკის შორ მანძილებზე დიდი სიზუსტით გასროლა. სახელწოდება - ხალხის უმეტესობა ასეთ დისკს ეძახის `მფრინავ თეფშს~. პოპულარობით შემდეგი სახელწოდება არის ~ფრიზბი~. სპორტსმენები კი ასეთ დისკს ეძახიან უბრალოდ დისკს და არავითარ შემთხვევაში "თეფშს"
ისტორია - XX საუკუნის 40-იან წლებში საზოგადოებაში ერთობ პოპულარული იყო მფრინავი ობიექტების თემა. ამით ისარგებლა უოლტერ ფრიდრიხ მორისონმა და 1948 წელს გამოიგონა "მფრინავი თეფში", რომელიც გარეგნულად წააგავდა ნლო-ს, თუმცა ეს თეფში წარუმატებელი აღმოჩნდა. 1955 წელს მორისონმა კვლავ გამოუშვა ახალი დისკი, რომელიც გაცილებით უკეთ ფრინავდა და კიდევაც დაიმსახურა მასების სიმპათია. მორისონმა 1957 წლის იანვარში (თავის დაბადების დღეზე) გამოშვების უფლება მიჰყიდა კომპანია wham-O-ს.
ამავე პერიოდში იელის უნივერსიტეტის სტუდენტები თავისუფალ დროს თამაშობდნენ frisbie pie company -ის ნამცხვრის საინებით, რომლებსაც ესროდნენ ერთმანეთს. სახელწოდება ფრიზბი იმდენად პოპულარული იყო სტუდენტებს შორის, რომ wham-O-მ გაყიდვების სტიმულირების მიზნით 1957 წლის ივნისში შეუცვალა თავის მფრინავ თეფშს სახელწოდება და დაარქვა Frisbee ერთი ასო შეგნებულად იქნა შეცვლილი, რათა frisbie pie company -ის არ შეძლებოდა განეცხადებინა პრეტენზია.

Mobirise

ალტიმატ ფრისბი

გუნდური თამაშია მფრინავი დისკით, სადაც თამაშობს 2 გუნდი თითოში 7 მოთამაშით. სათამაშო მოედანი მართკუთხა ფორმისაა                                                                     

Mobirise

ორმაგი დისკი (DDC)

DDC- შეიძლება ვითამაშოთ, როგორც ღია ცის ქვეშ ასევე შენობაშიც. სათამაშო მოედანი შედგება 2 კვადრატული მოედნისგან


Mobirise

დისკ გოლფი

რა არის დისკ გოლფი? დისკ-გოლფი ინდივიდუალური სპორტის სახეობაა, მფრინავი დისკით, სადაც მოთამაშეები ეჯიბრებიან ერთმანეთს,

Mobirise

გატსი

აღნიშნული თამაში შედგება ორი გუნდისგან. მოთამაშეების რაოდენობა უნდა უტოლდებოდეს ხუთ სპორტსმენტს


პარტნიორები

მისამართი: ვარკეთილი ხომლელის ქუჩა სპორტული მოედანი "ედელვაისი"

ქალაქი: თბილისი 

კონტაქტი: 593 383 000
პრეზიდენტი: ალექსი ედიშერაშვილი
 

Email: aleko_edishera@mail.ru
flyingdisc.federation@gmail.com